პრაიდის კვირეული

გახარია LGBT პირთა მხარდამჭერ მემორანდუმზე: არ შევუერთდებით, პოლიტიკური კეკლუცობაა

მემორანდუმს პარტია საქართველოსთვის არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ.

მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია.

საქმე უნდა აკეთოს ყველამ - სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი პარტია არ შეუერთდება LGBTQ+ პირთა მხარდამჭერ მემორანდუმს. 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ 17 მაისს მოაწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც მათ თბილისი პრაიდმა შესთავაზა. შეთანხმება ითვალისწინებს ყველა მექანიზმის გამოყენებით ბრძოლას სექსუალური და გენდერული უმცირესობის მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

კომენტარები