ერთი კვირაა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ბოლო რამდენიმე დღეა, დადებითობის მაჩვენებელი თითქმის ყოველდღე სცდება 4%-ს, 6 ივლისს კი, ეს მონაცემი 5%-ზე მაღალი იყო.
შედეგად, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე 4.07%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის - 3.67%.
1 მილიონ მოსახლეზე ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით, ასევე, სიკვდილიანობის რიცხვით საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილზეა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველო აცრების ტემპით ასეულშიც არაა. 100 კაცზე გაკეთებული დოზების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში 116-ე ადგილზეა, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 3%.