კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 043 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.34%-ია

eucord

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 229 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.34%, ბოლო 14 დღის - 3.27%, ბოლო 7 დღის - 3.72%.

ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში 652 გამოვლინდა, აჭარაში - 59, იმერეთში - 61, ქვემო ქართლში - 62, შიდა ქართლში - 38, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 58, კახეთში - 60, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198, საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 906 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 7153 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 672 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პაციენტი. 

8 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 373 728 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 გარდაიცვალა.

კომენტარები