კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 407 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.49%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 606 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 407 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 591 ადამიანი. 

6 ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 371 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 355 718 გამოჯანმრთელდა, 5 383 კი გარდაიცვალა. 

1 407 ახალი შემთხვევიდან 922  დადასტურდა თბილისში, აჭარაში - 54, იმერეთში - 125, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 32, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 57, კახეთში - 72, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11. 

ქვეყანაში ინფიცირების 10 166 აქტიური შემთხვევაა. მათგან 658-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თბილისში 340 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 32, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 167 ადამიანია, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 6, იმერეთში კი - 11.

კომენტარები