პრაიდის კვირეული

ჯაფარიძე მდინარაძეს: ჩაგი**ი მესიჯბოქსში

ტაბულა

"ჩაგი**ი მესიჯბოქსში". – გირჩის ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის Facebook-ზე დაწერილ სტატუსს გამოეხმაურა.

 

5 ივლისის დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. ისინი ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებდნენ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს.

პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გამოძიება ძალადობის, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაიწყო.

პუტინისტური ჯგუფების და საპატრიარქოს ქმედებების გამო, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ღირსების მარში დღეს აღარ გაიმართება. მათი შეფასებით, "ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა".

კომენტარები