პრაიდის კვირეული

მდინარაძე: პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან

პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია... ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები: რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!

წერს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები