კრიმინალი

ოზურგეთში კაცმა ნაჯახით ეკლესია დაარბია, დაზიანებულია ინვენტარი და პოლიციის მანქანა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ოზურგეთში კაცი ეკლესიაში ნაჯახით შევარდა, ხატები და საეკლესიო ინვენტარი დააზიანა. შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟს თავს დაესხა და ნაჯახი პოლიციის მანქანას ჩაარტყა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, კაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

კომენტარები