ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: Jonson&Jonson-თან და Moderna-სთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, თუმცა აღარ განვითარდა

თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით,  ვაქცინების მისაღებად  Jonson&Jonson-თან და Moderna-სთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა აღარ განვითარდა. მისივე თქმით, სინოვაკის, სინოფარმის და ფაიზერის ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია.

"რაც შეეხება Jonson&Jonson და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები Moderna-სთან და Jonson&Jonson-თან დავიწყეთ, თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის". – ამბობს გაბუნია. 

საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-ც არ არის აცრილი.

კომენტარები