ენერგეტიკა

დღეიდან თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის ტარიფი 8.4 თეთრით უძვირდება

დღეიდან, 1-ელი ივლისიდან, გლდანის, ვარკეთილის, მუხიანისა და ქალაქ სენაკის 37 000 აბონენტს გაზის ტარიფი უძვირდება. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] ცნობით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ტარიფები დაუკორექტირდა. 

ტარიფების კორექცია შეეხო: სს ენერგოკავშირს, შპს ვარკეთილაირს და შპს გასკოს.  

  • შპს ვარკეთილაირი ოპერირებს ვარკეთილში და ემსახურება 16 000-მდე აბონენტს;
  • სს ენერგოკავშირი ოპერირებს გლდანსა და მუხიანში და ემსახურება 12 000-მდე აბონენტს;
  • შპს გასკო + ოპერირებს ქალაქ სენაკში და ემსახურება 9 000-მდე აბონენტს.

კორექტირების შედეგად, 2021 წლის პირველი ივლისიდან ტარიფები შემდეგგვარად შეიცვლება:

  • შპს ვარკეთილაირი: ზრდა 48.6 თეთრიდან 57.0 თეთრამდე, ცვლილება: +8.4 თეთრი;
  • სს ენერგოკავშირი: ზრდა 49.4 თეთრიდან 57.7 თეთრამდე, ცვლილება: +8.4 თეთრი;
  • შპს გასკო +: ზრდა 48.3 თეთრიდან 53.3 თეთრამდე, ცვლილება: + 5 თეთრი.

"ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით". – წერია სემეკ-ის პრესრელიზში.

კომენტარები