LGBTQ ადამიანები

მის ნევადის წოდება ტრანსგენდერმა ქალმა, კატალუნა ენრიკესმა, მოიპოვა

Variety

სილამაზის კონკურსის მის ნევადა 2021-ის გამარჯვებული ტრანსგენდერი ქალი, კატალუნა ენრიკესი, გახდა.

"დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებული მადლობა ჩემს თემს, თქვენ მუდამ ჩემს გულში ხართ. ჩემი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაა. ჩვენ შევცვალეთ ისტორია. ბედნიერ პრაიდის თვეს გისურვებთ". – ამბობს ენრიკესი.

გამარჯვებული 2016 წლიდან სილამაზის კონკურსებში იღებს მონაწილეობას, პარალელურად ფოტომოდელად მუშაობს.

ენრიკესი ამერიკის სილამაზის კონკურსების ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელიც მის ამერიკის ტიტულისთვის იბრძოლებს.

კომენტარები