ინვესტორს ინტერესი აღარ აქვს, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში მანაც ეს ვერ განახორციელა, აქ სხვა მიდგომა იქნება საჭირო. პირველ ეტაპზე, ჩვენ კონსულტანტების დახმარებით, ვისთანაც ვახანგრძლივებთ წლის ბოლომდე საკონსულტაციო შეთანხმებას, ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს, შემდეგ კი ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელება. ბოლო დროის მოვლენებმა დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს თუ ერთადერთი მფლობელი არა, პარტნიორი მაინც მსგავს პროექტებში
tbl.ge/5lhn
დაკოპირდა
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ხუდონჰესთან დაკავშირებით. ხუდონჰესის პროექტზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ინვესტორთან კონტრაქტი გააუქმოს და მომავალში, ჰესი, შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს.
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილი: სახელმწიფოს განზრახული აქვს, ხუდონჰესის მშენებლობა თავად დაიწყოს
- ხუდონჰესის პროექტის დასაბრუნებლად მთავრობამ ინვესტორს 14.5 მილიონი დოლარი გადაუხადა
- მთავრობამ ხუდონის პროექტი გამოისყიდა, ჰესი სახელმწიფოს ჩართულობით აშენდება
- მთავრობა ხუდონჰესის ინვესტორთან კონტრაქტს წყვეტს – ჰესი, შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს
- მთავრობამ შესაძლოა ხუდონჰესი ინვესტორს ჩამოართვას და პროექტი თავად განახორციელოს