საქართველო-ევროკავშირი

ჰარცელი: გილოცავთ ასოცირების შეთანხმების მე-7 წლისთავს – ის ჩვენი ურთიერთობის დასაყრდენია

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.

გილოცავთ ამ თარიღს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

კომენტარები