კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 585 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.65%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 073 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 953 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.65%, ბოლო 14 დღის – 2.49%, ბოლო 7 დღის – 2.33%.

ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 8, გურია – 0, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572.

27 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 363 522 ადამიანი. მათგან გარდაიცვალა 5 266 და გამოჯანმრთელდა 349 658 პირი. 

კომენტარები