რელიგიური უმცირესობები

ნაკაიძე პრემიერს: როდემდე უნდა ვესაუბროთ სუს-ის ენით უმცირესობებს?

თუ იცით, რომ საქართველოში ცხოვრობენ უმცირესობები და საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1/4-ს შეადგენს, დაახლოებით 20%-ია ეს მოსახლეობა. თქვენს ანგარიშში, სამწუხაროდ, ძალიან მცირე და თითქოს ამბობდით, რომ ენის შესწავლისთვის მზად ხართ და რაღაც პროგრამები უნდა განახორციელოთ. სამწუხაროდ, 1+4 პროგრამის შემდეგ სახელმწიფოს ახალი მიდგომები ინტეგრაციის პოლიტიკაში, რომელიც დღეს არსებულ რეალობას შეცვლის, არ გვაქვს. ამ მიმართულებით რა გაქვთ ქმედითად დაგეგმილი, ეს ერთი, როგორც ვიცით, პანდემიის დროს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი არხითაც კი არ გაკეთდა რაიმე სახის მათთვის გასაგებ ენაზე - პროგრამები, რომ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეს სცოდნოდა, საქართველოში რა ხდებოდა ამ მიმართულებით.

საერთოდ, როდის უნდა დასრულდეს და რა ქმედებები შეგიძლიათ განახორციელოთ იმის მიმართ, რელიგიურ უმცირესობებზე განსაკუთრებით, სიძულვილის ენით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებები. ჩვენ ვიცით, ბუკნარის, ასევე მარნეულისა და დმანისის მოვლენები, სადაც ყველგან იყო კანონდარღვევა და სიძულვილის ენა და სამწუხაროდ არ მოხდა ამ მიმართულებით რაიმე სახის პრევენცია. როდემდე უნდა ვესაუბროთ სუსის ენით საქართველოს მოქალაქეებს - უმცირესობებს? ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც ვუხდით 5 მილიონ ლარს წელიწადში, მისი გაუქმებაა საჭირო და საერთოდ არაეფექტიანია და როდის შეძლებთ, გასცეთ პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი, რომელშიც ბათუმელი მუსლიმები შეძლებენ ლოცვას.

ჰკითხა ტარიელ ნაკაიძემ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

კომენტარები