რუსთაველის თეატრი

წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე: ემანდ, არ ვერევი თეატრების საქმიანობაში

იყვნენ ფლაგმანი ტელევიზიები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ემანდ, არ ჩაერიოო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, გეტყვით, რომ ემანდ, მე არ ვერევი – თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომლის გამართვის ადგილი სწორედ რუსეთის ფედერაციაა. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი.

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის ჩეხოვის ფესტივალზე მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

კომენტარები