ავარია

ყვარელში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 4 ადამიანი.

ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები