ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 14 ადამიანი.
სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტში ტურისტები იმყოფებოდნენ.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




