ნამახვანჰესის მთელი ეს ისტორია, დრამა არის ცოტათი გაზვიადებული, რადგან დღევანდელი ვითარება მოიტანა 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა, რაც პარადოქსულია, ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ჩვენი ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა გახდა უნდობლობის საგანი, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. თუმცა, მე მაინც ძალიან იმედიანად ვარ, რიონის ხეობის მცველებთან ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას, შევთანხმდებით, გამოიძებნება კომპრომისი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი უმეტესობა არის გულწრფელი, პატრიოტი ადამიანი, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად სახელმწიფოსთვის. თუმცა ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი სხვა რამესაც გულისხმობს, პატრიოტიზმი აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ენერგეტიკულად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი
tbl.ge/5l6z
დაკოპირდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესზე.
ამავე თემაზე
- ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა
- "გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე
- დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის
- გოლეთიანი: თუ მთავრობა კითხვებზე პასუხს არ გაგვცემს, ENKA-ს ოფისის პიკეტირება მოგვიწევს
- თურნავა ENKA-ზე: თუ დავინახავთ, რომ მზადაა, უფრო მოქნილი გახდეს და სურს დაბრუნდეს, ვისაუბრებთ