მადრიდის რეალი

16-წლიანი ისტორიის შემდეგ სერხიო რამოსი მადრიდის რეალს ტოვებს

სერხიო რამოსი
footballtransfers

მადრიდის რეალის კაპიტანი, სერხიო რამოსი სამეფო გუნდთან 16-წლიან ისტორიას ასრულებს. მადრიდის რეალის ოფიციალური განცხადების მიხედვით დღეს, 17 ივნისს, გუნდი ესპანელ ფეხბურთელს დაემშვიდობება. 

თავად ფეხბურთელმა FACEBOOK-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მადლობას იხდის. 

სერხიო რამოსი რეალში 2005 წლიდან თამაშობს. 35 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მხარეებმა, სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს რამოსი საფეხბურთო კარიერას. 

ესპანელმა ფეხბურთელმა რეალის შემადგნლობაში 671 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა 101 გოლი და 40 საგოლე პასი გააკეთა. კლუბთან ერთად მან ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ოთხჯერ - ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ - უეფას სუპერთასი, 4-ჯერ - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 

 

 

კომენტარები