კორონავირუსი საქართეველოში

ცერცვაძე: პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ხანმოკლე კომენდანტის საათისა

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა მოიხნა, გარდა ხანმოკლე კომენდანტის საათისა, მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში დარჩა ისევ ბევრი შეზღუდვა, თუმცა, ნელ-ნელა ამსუბუქებენ.  

საქართველო ამაშიც მოწინავეა, პირველმა საქართველომ დაიწყო შემსუბუქება. ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. კი ბატონო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, უნდა მოვხსნათ, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეს აუცილებელია. კლინიკური სექტორი მთლიანად მზად არის, რომ ის ცალკეული შემთხვევები, რომლების ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილობა იყოს მინიმალური.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე. საქართველოში 23:00-დან 04:00-მდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები