COVID-19-ის ვაქცინა

NOVAVAX-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა

Novavax
ფოტო: ft.com

Novavax-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 90.4%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა, რომელში თითქმის 30 000 ადამიანი მონაწილეობდა, წარმატებით დასრულდა და ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის მზადაა. 

კვლევებიდან დგინდება, რომ ვაქცინის ორი დოზა Covid-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებების წინააღმდეგ თითქმის 100%-იანი, ხოლო განსხვავებული შტამების წინააღმდეგ 93%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. 

"ეს მონაცემები ვაქცინის ეფექტიანობის მაღალ და სტაბილურ მონაცემებს აჩვენებს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს Novavax-ის ვაქცინის შესაძლებლობებს - თავიდან აიცილოს Covid-19, მიუხედავად ვირუსის გენეტიკური ევოლუციისა". – თქვა კვლევითი დეპარტამენტის დირექტორმა, გრეგორი გლენმა. 

ვაქცინა აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას ავტორიზაციისათვის 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს წარედგინება. დამტკიცების შემთხვევაში, Novavax რიგით მეოთხე ვაქცინა გახდება, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიიღებს ავტორიზაციას, Pfizer-ის, Moderna-სა და J&J-ის გვერდით. 

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ს უკვე აქვს მოსახლეობის აცრისათვის საჭირო რაოდენობის ვაქცინა და Novavax-ის დოზებით ამერიკა, სავარაუდოდ, სხვა სახელმწიფოებს დაეხმარება. 
 

კომენტარები