ელექტროენერგიის შეზღუდვა

ავარიულად გამოირთო "იმერეთი” და "ენგურჰესი” – ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო". – წერია განცხადებაში.

კომენტარები