ევროპის ჩემპიონატი

"არ დავნებდები" – კრისტიან ერიკსენის პირველი განცხადება ჰოსპიტალიზაციის შემდეგ

The Independent

დანიელმა ფეხბურთელმა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

"არ დავნებდები, თავს უკეთ ვგრძნობ, უნდა გამოვიკვლიო, რა დამემართა. დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ". – ამბობს დანიის ნაკრებისა და ინტერის ფეხბურთელი.

ნახევარმცველმა დანია-ფინეთის შეხვედრის მსვლელობისას, პირველი ტაიმის მიწურულს გონება დაკარგა. გუნდის ექიმის თქმით, ერიკსენს გულის შეტევა დაემართა და გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო.

ორივე გუნდის ფეხბურთელების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თამაში მოგვიანებით განახლდა და დანიის ნაკრები, ანგარიშით 0:1 ფინეთთან დამარცხდა.

იმავე დღეს ბელგიის ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი პირველი გოლი, თანაგუნდელ ერიკსენს მიუძღვნა და გამოჯანმრთელება უსურვა. 

ფეხბურთის არაერთი მწვრთნელი და სპეციალისტი წლების განმავლობაში საუბრობს იმ არაადამიანურ დატვირთვებზე, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთელებს უწევთ. მათი თქმით, ერიკსენის კოლაფსი სწორედ ამ რეჟიმის გამოძახილია.

კომენტარები