13 ივნისის ტრაგედია

ღარიბაშვილი: 13 ივნისი გვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი

"ჩვენ ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი". – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან. მთავრობამ სტიქიის დროს გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს პატივი მიაგო. 

"ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ამ დღეს, 13 ივნისს, შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, ახალგაზრდობა და არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი. მაშინ მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა ამ ოჯახებისთვის, რაც იმ დროს გასაკეთებელი იყო. მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას". – თქვა ღარიბაშვილმა. 

13 ივნისის სტიქიიდან 6 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

კომენტარები