13 ივნისის ტრაგედია

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მაშველების ოჯახები 100 000 ლარს მიიღებენ

facebook.com/KvirikashviliOfficial

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მეხანძრე-მაშველებისათვის სამართლებრივი და სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას გულისხმობს. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველების ოჯახებს ერთჯერადად გადაეცემათ 100 ათასი ლარი, ხოლო ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა დაენიშნებათ. პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო. 

"სიმბოლურია, რომ ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს, მეხანძრე მაშველებისათვის სამართლებრივი და სოციალური პაკეტის გაუმჯობესების კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები