ნამახვანჰესი

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს

ნამახვანჰესი
კადრი ვიდეოდან/ტვ.პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს.  უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული დ. ხ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა". – აცხადებს შსს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ის 29 მაისს დააკავეს. 

შსს-ს განცხადებით, მისი დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.

 

კომენტარები