საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 026 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 779 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 959 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.59%, ბოლო 14 დღის - 3.06%, ბოლო 7 დღის - 2.9%.
ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან თბილისში 401 გამოვლინდა, აჭარაში - 69, იმერეთში - 66, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 24, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 69, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 619 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 7 045 პირი - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 776 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პაციენტი.
4 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 347 762 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 331 680 გამოჯანმრთელდა, 4 876 კი გარდაიცვალა.





