მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ჯეფ ბეზოსმა პირველობა დაკარგა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

ბერნარ არნო

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა პირველობა დაკარგა და მისი ადგილი ჰოლდინგ LVMH-ის მფლობელმა, ფრანგმა ინვესტორმა, ბერნარ არნომ დაიკავა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, არნოს ქონება 192 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ბეზოსის კი – $186 მილიარდად. 

აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა და არნომ 2021 წელს მილიარდერების რეიტინგში ადგილები არაერთხელ გაცვალეს, რაც მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების აქციების ფასების მერყეობითაა გამოწვეული. 

Forbes-ის რეიტინგი მუდმივად განახლებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციების ფასების ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა, ბეზოსისა და არნოს პოზიციები არაერთხელ შეიცვალოს. 

2020 წელს არნოს ქონება 76 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თითქმის ერთ წელიწადში კი ის 100 მილიარდზე მეტით გაიზარდა, რაც LVMH ჰოლდინგის წარმატებითაა განპირობებული. 

LVMH-ის მფლობელობაში ამჟამად 75-მდე ბრენდი შედის, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Givenchy, Marc Jacobs, Stella McCartney, Loro Piana, Kenzo, Celine, Fenty, Princess Yachts, Bulgari და Tiffany & Co.

კომენტარები