კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: COVAX-მა 700 000 NOVAVAX-ისა და 130 000-მდე JOHNSON&JOHNSON-ის მოწოდება დაადასტურა

უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა 500 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer-ის, დაახლოებით, 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით, მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა, დაახლოებით, 700 000 Novavax-ის მოწოდება და 130 000-მდე Johnson&Johnson-ის. 

მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები