COVID-19

ჯანმო COVID-19-ის შტამებს ბერძნული ანბანის ასოებს არქმევს

BBC

ჯანმო-მ Covid-19-ის შტამებს ბერძნული ასოები შეუსაბამა.

ორგანიზაციის განმარტებით, ეს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც მედიცინაში კარგად ვერ ერკვევა, შტამების განხილვის შესაძლებლობას გაამარტივებს. ასევე, BBC-ის მიხედვით, ამ მეთოდით ზოგიერთ ქვეყანას ვირუსის შტამის აღმოჩენით შექმნილი სტიგმა მოშორდება. 

მაისის პირველ ნახევარში ინდოეთის მთავრობამ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ საკუთარ ქვეყანაში აღმოჩენილ B.1.617.2-ის ტიპის შტამს ინდურ ვარიანტს უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო მას ასე არ მოიხსენიებდა. 

ვირუსის შტამების სამეცნიერო სახელები უცვლელი რჩება. 

ამჟამად ალფად მოიხსენიებენ ე.წ. ბრიტანულ ვარიანტს (B.1.1.7 ტიპის შტამი), ბეტათი –სამხრეთ აფრიკულს (B.1.351 ტიპის შტამი), გამა – ბრაზილიური (P.1), დელტა – ინდური (B.1.617.2)  და ა.შ. 

 

 

კომენტარები