კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 723 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2,86%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში ჩატარდა 25 300 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 407 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.86%-ია, ბოლო 14 დღის – 3.46%, ხოლო გასული 7 დღის – 2.85%

ჩატარებულ ტესტებს შორის 14 238 კვლევა ჩატარდა ანტიგენის ტესტით, ხოლო 11 062 PCR ტესტით.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 397, საიდანაც: 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 882 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი. 7 921 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

30 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 343 603 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 326 423 გამოჯანმრთელდა, 4 757 კი გარდაიცვალა.

კომენტარები