გახარიას გუნდი

"არ შეგარჩენთ 20 ივნისს" – გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად აქცია იმართება

ტაბულა

"არ შეგარჩენთ 20 ივნისს". – გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

გახარიას პარტიის, სახელად "საქართველოსთვის", პრეზენტაცია 17:00 საათზე, ექსპო ჯორჯიაში იმართება. ადგილზე ყოფილი პრემიერმინისტრის მხარდამჭერები იკრიბებიან.

გახარიას გუნდს ქართული ოცნების ყოფილი 6 დეპუტატი შეუერთდა – გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაოშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.


გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

 

კომენტარები