კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 508 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.09%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 358 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 481 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2,09%, ბოლო 14 დღის - 3.77%, ბოლო 7 დღის - 3.47%.

ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან თბილისში 252 გამოვლინდა, აჭარაში - 61, იმერეთში - 35, ქვემო ქართლში - 42, შიდა ქართლში - 20, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 22, მცხეთა-მთიანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც 3 965 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 668 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 8 071 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 913 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პაციენტი.

27 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 340 838 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 კი გარდაიცვალა.

კომენტარები