პრეზიდენტის შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, სამი მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდადებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირობით მსჯავრდადებულს.

სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).

კომენტარები