საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან სამი - სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან. აქედან ერთი - ქალია.
ამასთან, ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალს.
შეწყალების აქტი შეეხო ასევე სამ პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.





