მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ჯეფ ბეზოსმა რამდენიმე საათით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაკარგა 

ჯეფ ბეზოსი

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ფეზოსმა, რამდენიმე საათით პირველობა დაკარგა. 

მისი ადგილი ჰოლდინგ LVMH-ის მფლობელმა, ფრანგმა ინვესტორმა, ბერნარ არნომ დაიკავა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, პირველ ადგილს ისევ ბეზოსი იკავებს, რომლის ქონება 188.3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, არნოს ქონება კი 187.3 მილიარდი დოლარია. 

რეიტინგში ადგილების ცვლილება მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების აქციების ფასების მერყეობითაა გამოწვეული, ვინაიდან მათი ქონების უდიდესი ნაწილს აქციები შეადგენს. 

რეიტინგში მესამე ადგილს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იკავებს, მისი ქონება 153 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 
მეოთხე ადგილზე 126 მილიარდით Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ბილ გეიტსია. 
მეხუთეზე კი კომპანია Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ზაკერბერგი, მისი ქონება 118 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 5 უმდიდრესი ადამიანიდან 4 ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელი ან დამფუძნებელია. 

2020 წელს არნოს ქონება 76 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ერთ წელიწადში თითქმის 100-მილიარდიანი ზრდა ჰოლდინგის წარმატებითაა განპირობებული. 

LVMH-ის მფლობელობაში 75-მდე ბრენდია, მათ შორისაა: Christian Dior, Givenchy, Marc Jacobs, Stella McCartney, Loro Piana, Kenzo, Celine, Fenty, Princess Yachts, Bulgari და Tiffany & Co.

კომენტარები