პოლიტიკური კრიზისი

ოხანაშვილი: გიორგი გახარიას არ უნდა ამნისტიაო და ვინ სთავაზობს მას?

არ ვიცი, გიორგი გახარიას არ უნდა ამნისტიაო, ვინ სთავაზობს გიორგი გახარიას ამნისტიას? ვინ ეუბნება, რომ უნდა გავრცელდეს გიორგი გახარიაზე? წინმსწრებად რა წარმოდგენები აქვთ, მე არ ვიცი, ამიტომ, ქალბატონი ანა [ბუჩუკური] რომ აქ იყოს შეიძლება ეთქვა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, აბსურდია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თუ ჩავწერთ, წინააღმდეგი არ ვარ, ჩავწეროთ და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ხომ არ იყო ნიკანორ მელია, რომელიც აქ იჭრებოდა, ფაქტებით. კი ბატონო, მაშინ არც მასზე გავავრცელოთ, არც პოტენციურად, თუ ვინმეს რამე შიში აქვს, არც იმათზე გავავრცელოთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ეს აქტი იმისთვის უნდა მივიღოთ და იმისთვის უნდა გამოვცეთ, რომ ეს პოლარიზაცია, რომ ამან ეს გააკეთა, შემდგომ ეს კანონსაწინააღმდეგო იყო, ამან ამას გადაამეტა და ა.შ, ეს პოლარიზაცია შევამციროთ

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის კანონპროექტის შესახებ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები