კრიმინალი

ელ-სალვადორში ყოფილი პოლიციელის სახლში გვამები იპოვეს

ელ-სალვადორში ყოფილი პოლიციელის სახლში, სულ მცირე, 8 ადამიანის გვამი იპოვეს

ოფიციალური პირების თქმით, საფლავებში, შესაძლოა, მეტი გვამი იყოს. უმეტესობა, სავარაუდოდ, ქალი ან გოგოა. 

სამუშაოებს, სავარაუდოდ, ერთი თვე დასჭირდება. პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე ეხება ათწლეულის განმავლობაში ჩადენილ საიდუმლო მკვლელობებს. 

ლათინურ ამერიკაში, ელ-სალვადორში ფემიციდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

51 წლის ჰიუგო ერნესტო ოსორიო ჩავეზი მაისში ქალაქ ჩალჩაპუაში დაიჭირეს 57 წლის ქალის და მისი 26 წლის ქალიშვილის მკვლელობისთვის. ყოფილმა პოლიციელმა დანაშაული აღიარა. როდესაც მის სახლს ჩხრეკდნენ, გვამები იპოვეს.

"გვითხრა, რომ მსხვერპლებს სოციალურ ქსელში ეძებდა და ამერიკული ოცნებით ხიბლავდა". - თქვა პოლიციის დირექტორმა. 

გვამებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებენ, რათა მათი იდენტიფიკაცია მოახდინონ. 

ელ-სალვადორის ეროვნული პოლიციის დირექტორის თქმით, ბრალი ედება, სულ მცირე, 10 ადამიანს, მათ შორის ყოფილ პოლიციელს, ყოფილ ჯარისკაცებს და კონტრაბანდისტებს

პროკურორების თქმით, მსხვერპლებს შორის შეიძლება 2 წლის გოგოც იყოს. 

დამნაშავის სახლთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსხვერპლებს შორის მათი ახლობლებიც არიან. 

კომენტარები