ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: Sinovac-ის ავტორიზაცია დროის ამბავია, სავარაუდოდ, 2-3 კვირის ინტერვალით მოხდება

აქ დროის ამბავია მხოლოდ, სინოფარმმა, რამდენადაც მე ვიცი, ორი-სამი კვირით ადრე წარადგინა ჯანმოში დოკუმენტაცია, ვიდრე სინოვაკმა. ასეთივე დროის ინტერვალით, სავარაუდოდ, მოხდება სინოვაკის ავტორიზაცია, ახლა მიმდინარეობს პროცესი, მისცენ თუ არა სინოვაკს ავტორიზაცია. 

ივნისში იწყება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში, ეს ძალიან დიდი მოვლენაა, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ნაკრები აცრას მხოლოდ Sinovac-ი, მან ამ მიზნით 50 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. ახლა არა მგონია, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციას არჩევანი ან ხელმისაწვდომობა არ ჰქონოდა სხვა ვაქცინების, მაგრამ მან სინოვაკი აირჩია, ასე რომ, ნუ ვიტყვით, რომ Sinovac-ი სერიოზულ ქვეყნებში არ გამოიყენება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. Sinovac-ით ვაქცინაცია საქართველოში 24 მაისს დაიწყება. 

კომენტარები