დაპირისპირება დმანისში

გომელაური დმანისში: შერიგდნენ, მაგრამ ხვალ რა მოხდება, ვერავინ იტყვის, პოლიციას ვტოვებთ

ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, ასე ვთქვათ, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება. რაღაც მასშტაბით, რა თქმა უნდა, პოლიციურ ძალებს ვტოვებთ, არა როგორც ჩვეულებრივ დროს არის ხოლმე, დამატებითი ძალები დარჩებიან და იქნება კონტროლი. 100-პროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ამოიწუროს ეს კონფლიქტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისის მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები