ჯანმო: ხანგრძლივი სამუშაო საათები წელიწადში 745 000-მდე ადამიანს კლავს

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი სამუშაო საათები ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. 

მხოლოდ 2016 წელს თითქმის 745 000 ადამიანი უნორმო სამუშაო გრაფიკთან ასოცირებული გულსისხლძარღვთა პრობლემების შედეგად გარდაიცვალა. კვლევის მიხედვით, მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკული აზიის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონშია. ამას გარდა, სავარაუდოა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სამუშაო გრაფიკმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო შეუსაბამო ფორმები მიიღო.

კვლევის მიხედვით, კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობა ინფარქტის რისკს 35%-ით ზრდის, გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილს კი 17% უფრო ალბათურს ხდის. რისკების პროცენტული ზრდა 35-40-საათიან სამუშაო კვირასთან შედარებითაა გამოთვლილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ხანგრძლივ სამუშაო საათებთან დაკავშირებული დაავადებებით გარდაცვლილთა თითქმის 75% შუახნის მამაკაცია. 

კომენტარები