ვაქცინაცია საქართველოში

ღარიბაშვილი: Pfizer-ის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი

ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე ავიწყეთ მიღება ვაქცინების. მეორე არის უშუალოდ, მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე დეტალურად, რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია ფაიზერის დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, ფაიზერის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები