კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 968 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.08%-ია

DW

COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 23 742 ტესტი, დადასტურდა 968 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 903 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.90%.

ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 28, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 75, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი -  21, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ქვეყანაში 17 086 აქტიური შემთხვევაა. 912 მძიმე პაციენტია, აქედან 214 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

16 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  330 375 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 308 821 გამოჯანმრთელდა, 4 442 კი გარდაიცვალა.

საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეები 13 მაისს დასრულდა, ტრანსპორტმა და სასწავლო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლეს. ქვეყანაში ექვსი თვის წინ დაწესებული კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, ასევე, რესტორნები და კვების დაწესებულებები შაბათ-კვირას არ მუშაობენ.

კომენტარები