პოლიტიკური კრიზისი

ვოლსკი ენმ-ზე: ეჭვი მებადება, იქნებ ისაა მიზანი, პარლამენტი ხალხისთვის აუტანელი გახდეს

მარგინალიზაციას ახდენენ საერთოდ არა მარტო თავისი თავის, მთლიანად პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის. მე ეჭვი მებადება და, საერთოდ, ეჭვიანი ადამიანი ვარ, არ შეიძლება, საზოგადოება ამას ვერ ხედავდეს, იქნებ სწორედაც ეს არის მიზანი, რომ პარლამენტი, პოლიტიკური ცხოვრება აუტანელი გახდეს საზოგადოებისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი. 

[...] ორ ცეცხლს შორის როცა გამოეკიდა, ნაცმოძრაობა ზალიკო უდუმაშვილის პირით აცხადებს - პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში ჩვენ ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა ეს დესტრუქცია გაგრძელდეს

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი იმედთან ინტერვიუში ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას. მას შემდეგ, რაც თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა, პარტიაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები