კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 390 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.61%-ია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 38 468 ტესტი, საიდანაც დადასტურდა 1 390 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 1 070 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.61%, ბოლო 14 დღის - 5.35%, ხოლო ბოლო 7 დღის - 4.4%.

ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან თბილისში 790 გამოვლინდა, აჭარაში - 117, იმერეთში - 168, ქვემო ქართლში - 54, შიდა ქართლში - 41, გურიაში - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 73, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074, საიდანაც 4 253 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 730 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 11 091 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 896 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პაციენტი.

14 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 327 831 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 307 334 გამოჯანმრთელდა, 4 397 კი გარდაიცვალა.

კომენტარები