ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას

სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საქართველოს მოსახლეობას იმ სირთულეების გამო, რაც მათ შეექმნათ ვაქცინაციაზე მთელი ღამის განმავლობაში დარეგისტრირების პროცესში.

ტექნიკური სამუშაოები დილის 04:00 საათისთვის ნაწილობრივ გამოსწორდა, თუმცა ახლაც გარკვეული ხარვეზი არის და კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. ჩვენი IT სამსახური ინტენსიურად მუშაობს, რომ ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდეს და დაჯავშნის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. ასევე, გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო.

კომენტარები