პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია უგულავაზე: მასაც არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სულსწრაფობა ჰქვია ამას

უპასუხისმგებლოდ იქცევა ბატონი უგულავა. ამ მომენტში წნეხს ახორციელებს იმ ადამიანებზე, რომელთაც პრინციპული პოზიცია აქვთ. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს ფურცელი დაიხუროს ასე და დავიწყოთ კონცენტრაცია 43%-ზე ან 43%-ის გარეშე იმ ტიპის პოლიტიკური კლიმატის შექმნაზე, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ამაზე მთლიანად კონცენტრირებულები ვართ ევროპული საქართველო, მაგრამ რამდენჯერაც ვინმე იტყვის, რა წარმატებაა, რომ მელია გამოვაშვებინეთ, როდესაც მელიამ თავი "დააჭერინა" პრინციპული პოზიციის გამო, იმიტომ, რომ ძალაუფლების მიტაცებას არ თანხმდებოდა, იმდენჯერ მოგვიწევს კამათი. ეს მიდგომა სახიფათო პრეცედენტად მიგვაჩნია. [...] უგულავასაც არ უნდა ეჩქარა კურთხევა ამ შეთანხმების, სულსწრაფობა ჰქვია ამას

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები