კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: დღეში 6-7 000 ვაქცინას თუ გავაკეთებთ, წლის ბოლოს მოსახლეობის 65% გვეყოლება აცრილი

[...] ოპტიმალური მაჩვენებელი, ჩვენი ანგარიშით, არის დღეში 6-7 ათასი ვაქცინა, რადგან, მარტივი გამოთვლით, დღეში 6-7 ათას ვაქცინას თუ გავაკეთებთ, წლის ბოლოს მოსახლეობის 65% გვეყოლება აცრილი და ესაა ჩვენი მთავარი სამიზნე, რომლითაც პანდემიის დამარცხებაა შესაძლებელი.

ჯერ მხოლოდ 2.5% გვყავს ზრდასრული მოსახლეობის აცრილი, დაახლოებით, 70 000 კაცი გვყავს აცრილი და ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ბოლო ერთი კვირა გვაძლევს იმედს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე TV იმედის ეთერში. ცნობისთვის, The Economist-ის კვლევითი ცენტრის პროგნოზი მარტში გაუარესების შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში უცვლელია. ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ შეძლებს.

კომენტარები