თვითმართველობის არჩევნები 2021

კობახიძე: ოპოზიციის მერობის კანდიდატი მელია თუ იქნება, მინიმუმ 65%-ს ავიღებთ

მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. 2/1-ზე ნიშნავს დაახლოებით 65%-ს ჩვენთვის, ეს თამამი განცხადება შეგვიძლია გავაკეთოთ.

რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, იქ შეიძლება სხვანაირი პროცენტები დალაგდეს, მაგრამ ასეც და ისეც ჩვენი კანდიდატი გარწმუნებთ, დამაჯერებლად მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე საუბრისას.

კომენტარები