წარმატებისთვის მას მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა და ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ. მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას
თვითმართველობის არჩევნები 2021
წულუკიანი გახარიაზე: არ მგონია, რომ ოქტომბერში ვინმე ჩვენს ბეჭებზე დაცემას შეძლებს
tbl.ge/5ka7
დაკოპირდა
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიასა და მის გუნდზე საუბრისას.
დღეს, 28 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, პოლიტიკური პარტია დააფუძნა და სახელად "საქართველოსთვის" დაარქვა. პარტიის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.